30 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით "თბილისის მიკროავტობუსი" სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი," თბილისის მერიის დავალებით ვირუსთან დაკავშირებით, დამატებით უსაფრთხოების ზომებს გაატარებს. კომპანიამ განცხადება გაავრცელა. 

"იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება 300 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება. თბილისის მიკროავტობუსის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები