30 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად მოეწყობა - შენობას პაციენტებისგან ცლიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონად მოწყობა დაიწყო, ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შენობა სხვა პაციენტებისგან სრულად დაიცლება, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება.

გოფოძის თქმით, პალატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით მოეწყობა და იქ გადაიყვანენ მხოლოდ იმ პირებს, ვინც კორონავირუსის რისკ-ჯგუფებში შედიან, რათა "გამავრცელებლების" შეზღუდვა მოხდეს. 

დირექტორი ამბობს, რომ პაციენტების მისაღებად უახლოეს მომავალში იქნებიან მზად. 

 

დღის ამბები