30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება, ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. 

"დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11.  11-დან 5-თან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით იქნება პასუხი, ან დღეს გვიან, ან ხვალ დილით,

6 პაციენტთან გამორიცხულია COVID-19,  მათ ქონდათ გრიპით ინფიცირება და დარჩნენ ჩვენთან, დღეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,  ეს პაციენტები ფასდებიან როგორც კლინიკურად გამოჯანმრთელებულები და გადავლენ საკარანტინო სივრცეში," - განაცხადა ეზუგბაიამ.

დღის ამბები