30 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს მკურნალობაც კი არ სჭირდება - ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

კორონავირუსით დაავადებული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს მკურნალობაც კი არ სჭირდება.

 „ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული კვლევებით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება, მასთან ხდება მეთვალყურეობა,“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

დღის ამბები