30 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის მშენებლობა იწყება

თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის მშენებლობა იწყება, 10 ათას გულშემატკივარზე გათვლილი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი 2021 წელს, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია. სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.

აღნიშნულ თემაზე დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და კომპლექსი სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. 

კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.

დღის ამბები