30 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
Impact Hub Tbilisi სტუდენტურ პროგრამას იწყებს

Impact Hub Tbilisi საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას იწყებს. პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და სოციალური მეწარმეობის დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული. ასევე, ის ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად 10 თვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს.

Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლის, ქეთი ებანოიძის ინფორმაციით, Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

"წელს Social Impact Award-ი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ჩვენ თბილისის გარდა ვორქშოფებს ჩავატარებთ საქართველოს სხვა რეგიონებში - მათ შორისაა ამბროლაური, რუსთავი, ოზურგეთი და ზუგდიდი. სტუდენტებს და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სოციალური ბიზნეს იდეები სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით რეალობად აქციონ და რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი,"-განაცხადა ქეთი ებანოიძემ.

დღის ამბები