რომის პაპმა ავადმყოფობის გამო მესაზე დასწრება ვერ შეძლო, ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
ვატიკანში განმარტავენ, რომ 83 წლის პონტიფიკოსი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა კონკრეტულ ჩივილებზე არ საუბრობენ.
მედია აღნიშნავს, რომ წირვაზე პაპი ახველებდა და სურდო ჰქონდა.
არგენტინელ პონტიფიკოსს რესპირატორული დაავადების გამო, ახალგაზრდა ასაკში ფილტვის ნაწილი მოკვეთეს, ამას გარდა, მას იშიაზიც აქვს, რაც სიარულში ხელს უშლის.
ფრანცისკეს ბოლო პერიოდის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ოთხშაბათს, მსახურების შემდეგ ის მრევლს შეუერთდა, ბევრ მათგანს ხელი ჩამოართვა, მცირეწლოვან ბავშვებს კი - აკოცა.