30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა დამაკმაყოფილებელია - ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულის შესახებ 

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია და მას გართულებები არ აღენიშნება.

ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე საუბრობს. ექიმის განცხადებით, პაციენტს რაიმე გამოკვეთილი ჩივილები არ აქვს და ის, ამ დრომდე ბოქსირებულ კლინიკაში გადის მკურნალობას.

რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებიც ვირუსის ნიშნებით ინფექციურ კლინიკაში არიან შეყვანილები, ბოქსირებული განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

"თავს სრულიად დამაკმაყოფილებლად გრძნობს, მას არანაირი ჩივილები არ აქვს, დადასტურებული აქვს უბრალოდ კორონა ვირუსით ინფიცირება, მაგრამ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დანარჩენ შემოსულ პაციენტებს, ამჟამად, მძიმე არც ერთი არ არის. უბრალოდ, არიან ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების მიხედვით, ითვლებიან შესაძლო შემთხვევად. ამ დროისთვის, ბოქსირებულ განყოფილებაში არის 18 პაციენტი,“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ

დღეს ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათი ნაწილი საქართველოში მილანის რეისით ჩამოფრინდა. პაციენტებს კვლევები ჩაუატრდათ, პასუხების ნაწილი დღესვე იქნება ცნობილი. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კორონა ვირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში.

დღის ამბები