30 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე საპროტესტო აქცია შეტაკებებში გადაიზარდა

საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა.

მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს და შენობები დააზიანეს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სპეცრაზმელები.

საბერძნეთის კუნძულებზე ადგილობრივები მიგრანტებისთვის ბანაკების მშენებლობას აპროტესტებენ. საბერძნეთის პრემიერი მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები