ნიუ-დელიში ინდუსებსა და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეტაკებების დროს 33 ადამიანი დაიღუპა.
დაპირისპირება ინდოეთის დედაქალაქში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. პოლიციამ დაპირისპირებული მხარეების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების გამო ქალაქში დაიხურა მაღაზიები.
დაპირისპირება მოქალაქეობის შესახებ ახალმა კანონმა გამოიწვია, რომელიც პაკისტანის, ავღანეთისა და ბანგლადეშის არამუსლიმ მოსახლეობას ინდოეთის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. კანონს დისკრიმინაციულს უწოდებენ ინდოეთში მცხოვრები მუსლიმები.