30 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების ფონზე პრემიერ-მინისტრმა საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირების ფონზე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიიღო.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლის შეზღუდვის შესახებ. გადაწყვეტილების შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. 

დღის ამბები