30 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
ვოლოდიმერ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ 26 თებერვალი ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყირიმის დაბრუნება მისი მიზანი და საერთაშორისო სამართლისადმი რწმენის აღდგენაა. ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.

დღესვე ინციდენტი მოხდა კიევში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ამ დროს ზელენსკის ოფისთან მედიკოსების საპროტესტო აქცია იმართებოდა.

ცეცხლი პიკეტის მონაწილეებმა ჩააქრეს, დაზარალებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროტესტის ამ ზომას მან ყურადღების მიქცევის მიზნით მიმართა, რადგან რამდენიმე დღეა მიწის დაკანონებას უშედეგოდ ითხოვდა.

დღის ამბები