30 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ბიუჯეტმა ბოლო ექვსი წლის მანძილზე მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა - თეონა დოლენჯაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" "საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში სისტემურ კორუფციაზე საუბრობს".

თეონა დოლენჯაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი მილიარდობით ლარით ზარალდება. ადგილი აქვს ტენდერის გარეშე გაფორმებულ შესყიდვებს და სტატისტიკური მონაცემების ხელოვნურად შემცირებას.

როგორც "მოძრაობა მომავლისთვის" აცხადებს, საზოგადოებას ინფორმაციას ყოველკვირეულად მიაწვდის, მოქალაქეებისთვის იმუშავებს ცხელი ხაზიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" დამფუძნებლის თეონა დოლენჯაშვილის თქმით, სახელმწიფომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა ბიუჯეტიდან.

"ბოლო ექვსი წლის მანძილზე ბიუჯეტმა მილიარდ ლარზე მეტი დაკარგა უტენდეროდ გაფორმებული ხელშეკრულების გამო. ეს არის ერთ პირზე მორგებული ტენდერების შესყიდვები. ამ შესყიდვების 50%-ში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს,"- განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" წევრი ქეთევან კრიალაშვილი აღნიშნავს, რომ დავების სააგენტო ცალკე უნდა ჩამოყალიბდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ დავების სააგენტო ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურად და აღარ იყოს სახელმწიფო შესყიდვებზე დაქვემდებარებული. რეალურად ვიღებთ სურათს, რომ პირი, რომელიც ნებართვას გასცემს ტენდერზე დარღვევების შემთხვევაში ამავე პირს უწევს პასუხისგება,"- აღნიშნა ქეთევან კრიალაშვილმა.

დღის ამბები