30 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ეს არის რეალურად საზოგადოების ზეწოლის შედეგი - სამადაშვილი ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებაზე

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არასაკმარისად იმუშავა და უკეთესი იქნებოდა ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში, თუმცა კამონმდამრღვევი მაღალჩინოსნების გარეშე ჩატარებულიყო.

"ეს არის რეალურად ჩვენი საზოგადოების ზეწოლის შედეგი. თუმცა ხელისუფლებას დროულად რომ დაეწყო კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, შესაძლებელი გახდებოდა, ეს ღონისძება ჩატარებულიყო საქართველოში, თუმცა რუსეთის დელეგაცია შერჩეულიყო ისე, რომ შეუძლებელი არ გამხდარიყო მათი მონაწილეობა ამ შეხვედრაში. მაგრამ როგორც ყოველთვის საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ან ვერ გათვალა ის პრობლემები, რაც წარმოიქმნებოდა, ან უბრალოდ არ მოელოდნენ, რომ ასეთი მკვეთრი რეაქცია იქნებოდა," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"საზოგადოებრივმა ზეწოლამ გამოიღო შედეგი. კარგია, რომ "ქართული ოცნება" საბოლოო ჯამში მიხვდა, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშია არ დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის და მით უმეტეს ლავროვის ამ ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილზე ჩამოსვლა, ეს გაცილებით დიდი ხნით ადრე უნდა ეფიქრათ და მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ხერხემალი არ გააჩნია.

დღის ამბები