ასპინძის სოფელ ტოლოშთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა, მგზავრი კი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა. სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ ბრიგადას 29 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.