ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, თუმცა შეშფოთებას გამოხატავს, ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო:
"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას გახდეს NATO-ს წევრი და მხარს უჭერს მას ამ გზაზე მჭიდრო დიალოგითა და საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის გზით. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, იმის საჩვენებლად, რომ ის ერთგული რჩება ამ ღირებულებების. ვწუხვარ, რომ არ შესრულდა დაპირება 2020 წელს გამართულიყო სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით აჩენს შეკითხვებს და იწვევს შეშფოთებას. ვშიშობ, რომ ის გარემოებები, რომელიც თან ახლდა გადაწყვეტილებას კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას, რაც დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რისკის ქვეშ აყენებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შექმნან პირობები ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის განახლებისთვის, იმისთვის, რომ აღდგეს ხალხის ნდობა და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც შეესაბამება, საერთაშორისო სტანდარტებს,"- ნათქვამია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ატილა მესტერჰაზი განცხადებაში.