დღეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამუშაო პროცესში, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
"სამწუხაროდ, 2 300-ზე მეტი პირი არის გაუჩინარებული უგზო-უკვლოდ. დღეისთვის ჩვენ მოვახერხეთ 500-ზე მეტი ნეშტის ექსჰუმირება, 2 ჰუმანიტარული მექანიზმის ფარგლებში, ეს არის ორმხრივი ქართულ-აფხაზური და სამხრივი ქართულ-რუსულ-ოსური კომისიები. თუმცა ძალიან დიდი რიცხვი ასევე არის დარჩენილი," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კომისის მუშაობა 90-იან წლებში და 2008 წლის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებას, იდენტიფიკაციას და ოჯახებისთვის გადაცემას მოიცავს.