ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რან გიდორი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება.
როგორც ელჩი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
"უნდა ითქვას, რომ აქ პოლიტიკური სიტუაცია კომპლექსური და მგრძნობიარეა. თუმცა ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რამ, მაგალითად ჩემს ქვეყანაში ერთ წელიწადს არჩევნები სამჯერ ჩატარდა. ჩვენ ვცხოვრობთ ნაკლებად სტაბილურ გარემოში, ვიდრე უნდა ვცხოვროდეთ და ეს საქართველოზეც აისახა. აქვე გეტყვით, რომ არ არსებობს საუკეთესო საარჩევნო სისტემა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მაგიური ფორმულა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, მაქსიმალური წარმომადგენლობითა და მაქსიმალური სტაბილურობით. თავის მხრივ, ყველა საარჩევნო სისტემა მსოფლიოში წარმოადგენს პოლიტიკურთან ერთად სოციალურ კომპრომისს, რადგან იგი უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკურთან ერთად სოციალურ მოთხოვნებსაც," - განაცხადა რან გიდორმა.