ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრები შეინიშნება. ამის მიუხედავად, სილვიუ დომენტე აღნიშნავს, რომ COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთება არ შეუძლიათ.
“სიტუაციას აქტიურად ვაკვირდებით მსოფლიო მასშტაბით. არის პოზიტიური ძვრები და ზოგ შემთხვევებში, ვითარება დასტაბილურდა კიდეც. შეშფოთებულები ვართ ვირუსის როგორც ჩინეთის, ისე მის საზღვრებს გარეთ გავრცელების სიხშირით, მაგალითად - სამხრეთ კორეასა და იტალიაში.
ჩვენი მისია ჩავა იტალიაში და დეტალურად შეისწავლის იქ დაფიქსირებულ შემთხვევებს,“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ.