"ვფიქრობ, საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს, უნდა ვიპოვოთ რაღაც, რაზეც ორივე მხარე თანხმდება, რადგან ცალსახად ცუდი ან კარგი არცერთი სისტემა არ არის," - ამის შესახებ ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკომ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა.
ელჩი მხარეებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე სააარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიონ.
"დღის ბოლოს ყველა ქართველ პოლიტიკოსს, იქნება იგი ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, სურს იყოს ხელახლა არჩეული, თუმცა მათ ამავდროულად, სურთ უფრო ჯანსაღი და მდიდარი ქვეყნაც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უფრო ფართო ხედვა გამოავლინონ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარემ იპოვოს გადაწყვეტა. რადგან თუ მათ ეს სურთ, კომპრომისი ყოველთვის მიიღწევა. მაგალითად, ევროკავშირში 27 წევრი გვყავს, არის კამათიც და განსხვავებული აზრებიც, თუმცა მაგიდაზე მანამ ვრჩებით, ვიდრე გამოსავალს არ ვიპოვით.
ვფიქრობ, საარჩევნო სისტემა ქართულ რეალობას უნდა მოერგოს, უნდა ვიპოვოთ რაღაც, რაზეც ორივე მხარე თანხმდება, რადგან ცალსახად ცუდი ან კარგი, არც ერთი სისტემა არ არის," - განაცხადა არად ბენკომ.