30 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ძალადობისთვის ბრალდებული დეპუტატის საქმე - სასამართლო პროცესზე სასწრაფოს ექიმი დაკითხეს  

საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესზე დღეს სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც დაზარალებულმა თამთა თოდაძემ შემთხვევის შემდეგ გამოიძახა. მამუკა ფეიქრიშვილმა დეტალურად გაიხსენა დაზარალებულის მდგომარეობა და ისაუბრა იმ დაზიანებებზე, რომლებიც თამთა თოდაძეს აღენიშნებოდა.

"სასამართლო პროცესზე დაიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ დაზარალებულთან გამოცხადდა შეტყობინების მიღებიდან მალევე. ისაუბრა დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობაზე, ძალიან ბევრი კითხვები იყო ალკოჰოლურ სიმთვრალესთან დაკავშირებით და მოწმემ განმარტა, რომ მისი შეფასებით, დაზარებული იყო კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებიდან აღელვებული,“ - ამბობს პროკურორი, თამარ იაკობიძე.

განცხადება გააკეთა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

"მოვისმინეთ, რომ თამთა თოდაძემ და მისმა დედამ იცრუეს სატელევიზიო ეთერების საშუალებით, როდესაც განაცხადეს, რომ თითქოს ისინი ილია ჯიშკარიანის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან იყვნენ მიგზავნილები მორიგების მიზნით. ის არის თამთა თოდაძის მეზობელი და თავადვე გამოთქვა სურვილი აწუხებდა ის გარემოება, რომ მათ უბანში, ორ ნაცნობ ადამიანს და ორი უბნელს შორის ასეთი რამ ხდებოდა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

დღის ამბები