30 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"ქვეყნებმა პოტენციური პანდემიისთვის მოსამზადებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ" - დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 2 704-ს მიაღწია. ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი.

ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ათასამდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში, ევროპაში კი ყველაზე მეტი - 229 შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც დაღუპულია 7 ადამიანი.

ირანში COVID-19-ით ინფიცირებულია 61 ადამიანი, ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 15-ია. ინფიცირებულია ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

კორონავირუსის გამო ირანის დედაქალაქიდან სტამბოლში საგანგებო დაშვება განახორციელა "თურქული ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავმა. თვითმფრინავის მგზავრები 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.

თვითმფრინავის საგანგებო დაშვება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 17 მგზავრს ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნებმა პოტენციური პანდემიისთვის მოსამზადებლად, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი უნდა გააკეთონ.

დღის ამბები