30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ანალიზი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, ამის შესახებ ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოზე ILNA დაყრდნობით "როიტერსი" წერს. 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირაჯ ჰარირიჩი ავად არის და ახლა კარანტინში იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაავადებას უკვე 60-ზე მეტი პაციენტი ებრძვის. საგანგაშო სტატისტიკის გამო ქვეყნაში ზომები გამკაცრებულია. დახურულია სასწავლო და საჯარო დაწესებულებები.

 

დღის ამბები