ისრაელში სროლას პალესტინის მოქალაქე ემსხვერპლა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოკლული ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის საზღვარზე ასაფეთქებლის დამონტაჟებას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მომხდარს მალევე გამოეხმაურა პალესტინური სამხედრო დაჯგუფება "ისლამისტური ჯიჰადი". მათი განცახდებით, მოკლული მათი დაჯგუფების წევრი იყო.