საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ტელეხიდით ემიგრანტებს ესაუბრა. სააკაშვილი ემიგრანტებს მარტში გერმანიაში შეხვედრას სთავაზობს.
ტელეხიდს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"თქვენს შემოსავალს, რომელსაც თქვენ უწილადებთ თანამემამულეებს არის საქართველოს გადარჩენის ძირითადი წყარო დღეს. ამიტომ თქვენ გაქვთ უფლება აქტიური მონაწილეობა მიიღოთ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში. "საქართველო ქართველების გარეშე" - ეს არის არის ივანიშვილის დეკლარირებული ლოზუნგი. თქვენ ვინც ხართ უკვე უცხოეთში ახსნა-განმარტებითი სამუშაოები უნდა ატაროთ ქართველებში, რომ საკუთარ ქვეყანაში წარმატების მიღწევა მაინც ჯობია უცხოეთში წარმატების მიღწევას. დაბრუნება საქართველოში არის რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას ამოცანა. მარტის ბოლოს შეგვიძლია შევიკრიბოთ გერმანიაში," - მიმართა სააკაშვილმა ემიგრანტებს.