თითქმის 20 საათიანი ტყვეობის შემდეგ, 17 წლის მოზარდი თავისუფალია. ის მშობლებთან ერთად შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი მიშა ბალიაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
17 წლის ბიჭი გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში შეშის შეგროვებისას გუშინ დააკავეს.
არასრულწლოვნის უკანონო დაკავება საოკუპაციო ზოლთან ახლოს მოხდა, მასთან ერთად მყოფმა რამდენიმე პირმა გაქცევა მოასწრო, მოზარდი კი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.