"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა კორონავირუსის საფრთხეებზე, კონკრეტულად კი, ირანიდან ინფექციის შემოტანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ნათელაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პრევენციის მიზნით ჩაკეტონ საზღვრები ირანთან, რადგან ხშირია მიგრანტების შემოსვლა საქართველოში.
"რეალურია საფრთხე არამარტო ინფექციის, არამედ მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა ჩვენს ქვეყანაში. სასწრაფოდ დღეიდანვე აიკრძალოს ირანთან მიმოსვლა," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.