30 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
"ჩვენ ვემზადებით შემდეგი რაუნდისთვის. ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება" - არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ვადა იწურება. თვის ბოლომდე ხელისუფლება ოპოზიციას მოლაპარაკებას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

ოპოზიცია კი კვლავ უარზეა, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის შეცვლა.

პარალელურად უმრავლესობა აცხადებს, რომ გაგრძელდება ინდივიდუალური მოლაპარაკებები ოპოზიციასთან.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, გრძელდება ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან.

"ჩვენ ვემზადებით შემდეგი რაუნდისთვის. ინდივიდუალური კონსულტაციები გრძელდება. მაგიდის აყირავება ეს არის პოპულისტური ნაბიჯი, სინამდვილეში მაგიდა დგას თავის ადგილზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა სწორი კომპრომისული ვერსია, პირველ რიგში საზოგადოებას შესთავაზა.

"ჩვენი აზრით სწორი კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ პირველ რიგში საზოგადოებას. ოპოზიციას ვერ ექნება მონოპოლია პოლიტიკურ პროცესებზე. მე პირადად მეჩვენება, რომ იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით საუბრობს, აინტერესებს დესტრუქცია და დაძაბულობა,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები