30 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია - მეუფე გრიგოლი

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო, ცოტა უხერხულია," - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მეუფე გრიგოლი პატრიარქის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

"ცოცხალი პატრიარქის სიტყვებზე კომენტარი გააკეთო ცოტა უხერხულია. არიან ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ. ადამიანის ბიოგრაფიაში დგება დრო, როცა უკვე ყველა აკეთებს კომენტარს და საზოგადოდ ერთიანობაში აფასებს ადამიანის მოღვაწეობას," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გუშინ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ".

დღის ამბები