"ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არამარტო პატრიარქი, მთლიანად ეკლესია," - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ განაცხადა.
როგორც მეუფე იოანემ აღნიშნა, პატრიარქი ყოველთვის იყო განხილვის სამიზნე.
"90-იანი წლების დასაწყისში არ იყო სამიზნე და კომუნისტების რეჟიმის დროს არ იყო სამიზნე?! სხვადასხვა განზომილებაში ვართ ჩვენ. ხელისუფლება იქნება, თუ ადამიანები ამ სოფლის განზომილებით აზროვნებენ, პატრიარქი მარადიული ცხოვრების განზომილებით, სხვადასხვა ღირებულებითი სისტემაა, ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად," - განაცხადა მეუფე იოანემ.
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, გუშინ, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ "ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ".