ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ცოტა ხნის წინ, კიდევ 4 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. ერთ-ერთ მათგანს მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ.
შეგახსენებთ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. Corvid-19-ს უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა.