ბერლინის 70-ე საიუბილეო ფესტივალი გრძელდება. დღეს ბერლინალეზე ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი გამოჩნდა, რომელიც შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ვარსკვლავია.
ლევან გელბახიანი ევროპული კინოს ამომავალი ვარსკვლავების ათეულში მოხვდა და დღეს ის სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად, ჟურნალისტებს წარუდგინეს.
ქართველი მსახიობი 24 თებერვალს ჯილდოს მიიღებს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ევროპული კინოს ამომავალი ვარსკვლავების ათეულში ორი წლის წინ კიდევ ერთი ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე იყო წარდგენილი, "მძევლებში" შესრულებული მთავარი როლისთვის.