რუსეთში, როსტოვის ოლქში საცხოვრებელ სახლში მომხდარი ინციდენტისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოედო.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან სულ 49 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.