30 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
"დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე" - კონფერენციამ ამ სახელწოდებით მუშაობა დაასრულა

კონფერენციამ "დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე" მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ. დღევანდელი დღე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების საკითხები; პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სისტემები. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც.

"პრობაციის ოფიცრები, სოციალური მუშაკები, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეებთან, პოლიციელებთან და პროკურორებთან ერთად მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მსჯავრდებულის გზა დაკავებიდან - გათავისუფლებამდე. იმისათვის რომ ჩვენ, საზოგადოებამ დავიბრუნოთ ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც აღარ იქნება საშიში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები