30 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
მკვლელობა საჩხერეში - მამა-შვილს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, მობილური ტელეფონის გამო დაიწყო

საჩხერეში, სოფელ ჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ოჯახის წევრები საუბრობენ. ოჯახის ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც ლეიბით სარდაფში გაათრია და დამალა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი მამა-შვილს შორის ლომბარდში ჩაბარებული ტელეფონის გამო დაიწყო. არსებული ცნობით, მამამ შენიშვნა მისცა შვილს ახლადნაყიდი ტელეფონის ლომბარდში ჩაბარების გამო, რის შემდეგაც, არასრულწლოვანმა, სასიკვდილო ჭრილობა მამას სანადირო თოფით იმ დროს მიაყენა, როდესაც 51 წლის მამაკაცს ეძინა. ამის შემდეგ კი არასრულწლოვანმა ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

როგორც აღმოჩნდა, შვილი კვალის ასარევად მამის ძებნაში თავადაც იყო ჩართული. საჩხერეში გაუჩინარებულ 51 წლის მამაკაცს 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. 

"თოფი ჰქონდა სახლში ჩემს შვილს, აიღო ეს თოფი, დაუტენია, დაუკეტია კარები და მოუკლავს როცა დაძინებია. ერთი ბეღელი გვქონდა, იმ ბეღელის ქვეშ, თავის ლეიბით შეუტენია... იქ იყო ერთი დღე-ღამე ზუსტად,“ -ამბობს გარდაცვლილის დედა.

მომხდარის შესახებ საუბრობს დაკავებულის ბიცოლაც.

"ცხედარი ვიპოვეთ თავის სახლის სარდაფში. იპოვა თავისმა ძმამ, ჩემმა მეუღლემ, შემთხვევით. მანამდე ბავშვმა გაავრცელა ხმა, რომ მამა წავიდა სანადიროდ, შეკრიბა უბნის ბიჭები, წაიყვანა საძებნელად. ამ დროს, მამა მკვდარი ჰყოლია,“ - ამბობს დაკავებულის ბიცოლა.

დღის ამბები