30 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ბერლინის რიგით 70-ე კინოფესტივალი - "ოქროს დათვის" მისაღებად 18 ფილმი იბრძოლებს

გერმანიის დედაქალაქი ბერლინის რიგით 70-ე კინოფესტივალს მასპინძლობს. თებერვლის თვეში საერთაშორისო ფესტივალს ყველა ის ადამიანი სტუმრობს, ვინც კინოისტორიას ქმნის, ან უბრალოდ - კინო უყვარს. წელს საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმ ”ჩემი სელინჯერის წელიწადის" ჩვენებით გაიხსნა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს სეგურნი ვივერი ასრულებს, საკონკურსო ნამუშევრების სიაში არ არის.

წელს კინოფესტივალის ფარგლებში 340-ზე მეტ ფილმს აჩვენებენ, ხოლო მთავარი პრიზის "ოქროს დათვის" მისაღებად კი 18 ფილმი იბრძოლებს. 

კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებმა წუთიერი პატივი მიაგეს ქალაქ ჰანაუში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

ფილმებს შორის იქნება ქართული კინოც. საერთაშორისო მაყურებელი ევროპული კინოს ბაზრობაზე ლანა ღოღობერიძის "ოქროს ძაფსა" და უტა ბერიას "უარყოფით რიცხვებს" იხილავს. ლევან გელბახიანს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული მთავარი როლისთვის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცემა.

გამარჯვებულ კინოსურათსა და დაჯილდოებულ ფილმებს გამოავლენს ჟიური, რომელსაც ჯერემი აირონსი უძღვება. კინოფესტივალი 1-ლ მარტს დაიხურება.

 

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები