30 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
საჩხერეში მომხდარი მკვლელობის შესახებ "კურიერისთვის" დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

"კურიერმა" საჩხერეში, სოფელ ჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია - ოჯახის  ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა მძინარე მამა სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც ლეიბით სარდაფში გაათრია და დამალა.

როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს, ბიჭმა ამის შემდეგ ვითომდა მამის ძებნა დაიწყო, რომ მეზობლებს და ახლობლებს ეჭვი არ გასჩენოდათ. მამის მოსაძებნად მეზობლებთან ერთად ტყეშიც წავიდა.

მოგვიანებით, გარდაცვლილი  სარდაფში იპოვეს. პოლიციის თანხლებით ბიჭმა მამის მკვლელობა აღიარა.

ბიჭის დედა გარდაცვლილია. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

გარდაცვლილი 51 წლის გელა კიპაროიძეა.

დღის ამბები