30 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მრავალპარტიული მაჟორიტარული ბლოკი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები მრავალპარტიულ მაჟორიტარულ ბლოკზე, პრაქტიკულად, შეთანხმდნენ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მთელ თავიანთ რესურსს იმ კანდიდატისკენ მიმართავენ, რომლის წარდგენაზეც შეთანხმდებიან.  

"მრავალპარტიული მაჟორიტარული ბლოკი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია. ყველა პარტია, 38 თუ 40 პოლიტიკური ძალა მთელი თავისი რესურსებით, თავისი ამომრჩევლით, მას დაუჭერს მხარს. ახლა, პროპორციული ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს და, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად ის განიცდის აი იმ სისულელეს და ავანტიურას, რაც მოუწყო ქვეყანას და რითაც კიდევ ერთხელ მოგვჭრა თავი მსოფლიოს თანამეგობრობის წინაშე, რომელსაც დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი სიტყვის გამტეხი, ცრუ და გადამგდებია,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებენ, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, დიპლომატებს შეხვდებიან და გაიგებენ, რას აპირებს ხელისუფლება.

დღის ამბები