გაერთიანებულ სამეფოში ისევ წყალდიდობას ებრძვიან. დატბორილია ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სავაჭრო ობიექტი.
სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გაუქმებულია ავიარეისები. ზოგიერთ რაიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. აღსანიშნავია, რომ სტიქიამ უკვე 4 ადამიანი იმსხვერპლა.