30 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით" - ნორვეგიის ელჩი 

რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასმას ნორვეგიის ელჩი ეხმაურება. დიპლომატი აცხადებს, რომ ნორვეგია იზიარებს წუხილს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. 

"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. ამ თემაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა გუშინ განცხადება. აუცილებელია გვახსოვდეს, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა, ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ყურადღებით და დაიცვას ნორმები,“ - განაცხადა ჰელენ სანდ ანდრესენმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები