საქართველოში სამხრეთ კორეიდან ჩამოსულ 55 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდგინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტს ლაბორატორიული შემოწმების გავლის შემდეგ მხოლოდ რესპირატორული ინფექცია აღმოაჩნდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
პაციენტი კლინიკიდან თავისივე მოთხოვნით დღეს გაეწერა და ის მკურნალობას ხაშურის საავადმყოფოში განაგრძობს.
"ახალი კორონავირუსით ინფექცია არ დაუდგინდა, მას აქვს ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია, რომლის მკურნალობაც აქ დავიწყეთ, მაგრამ რომ გაიგო კორონავირუსი არ აქვს, დაჟინებით მოითხოვა გაწერა,"- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.