30 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"მივესალმები, რომ საქმე გამოძიებულია" - ირაკლი სესიაშვილი კიბერშეტევის შესახებ 

მივესალმები იმას, რომ საქმე გამოძიებულია და დადგენილია, რომ ამის ავტორი გახლდათ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი სესიაშვილმა გასულ წელს, სხვადასხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევასთან დაკავშირებით გააკეთა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კიბერშეტევის მიზანი სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხება იყო, ასევე ამით საზოგადოების ერთგვარი დაშინება.

"მათი მიზანი არის, ერთის მხრივ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხება, მეორეს მხრივ კი ამით საზოგადოების ერთგვარი დაშინება. მე მივესალმები იმას, რომ საქმე გამოძიებულია და დადგენილია, რომ ამის ავტორი გახლდათ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო. ასეთ გამოწვევებთან ბრძოლა რთულია და ამიტომ გავაგრძელებთ ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას ასეთი ჰიბრიდული თავდასხმებისგან,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

28 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევისას პარალლიზებული იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები. განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. საქართველოში გამოძიება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდა. 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები