ლაშა ტალახაძე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.
ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ქართველმა ძალოსანმა 17 084 ხმა მიიღო და ზედიზედ მესამედ გახდა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.
ქალთა შორის, ხმათა უმრავლესობით, საუკეთესოს წოდება ამერიკელმა ქეთრინ ელიზაბეტმა მოიპოვა.