30 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას - აშშ-ს საელჩო საქართველოში

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას,"- ამის შესახებ განცხადება აშშ-ს საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა.

განცხადება 2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტებას შეეხება, რომლის დროსაც შეფერხდა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და შეწყდა რამდენიმე სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების კუთხით დამატებითი დახმარება აღუთქვა.

"ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის "გრუ"-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები