30 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
მაიკ პომპეო რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

შეერთებული შტატების გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას, ამის შესახებ საკუთარ ტვიტერში წერს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

"ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ამგვარი ქმედება საქართველოში და ნებისმიერ სხვა ადგილას. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული,"- წერს პომპეო. 

დღის ამბები