30 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ფემიციდი საქართველოში - ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში გენდერული ნიშნით 155 ქალი მოკლეს

ფემიციდის პრობლემის საპასუხოდ სისხლის სამართლის კოდექსს გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კატეგორია დაემატა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, თუმცა, მესამე სექტორი მოითხოვს, რომ კოდექსში ფემიციდზე ცალკე ჩანაწერი გაჩნდეს.

ქალთა უფლებადამცველები თანხმდებიან, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ის ვერ იქნება ეფექტური, თუ სახელმწიფო აქცენტს ფემიციდის პრევენციაზე არ გააკეთებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფემიციდის პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი ცნობიერების გაზრდაა, რადგან საზოგადოება კვლავ ცხოვრობს სტერეოტიპულ გარემოში, სადაც, უმრავლეს შემთხვევაში, ქალის მიმართ ოჯახში ძალადობა გამართლებული ქმედებაა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ყველაზე უფრო რთულ სფეროს წარმოადგენს, რადგან ოჯახში ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი პოლიციისთვის მიმართვის გარეშე რჩება.

თანასწორობის იდეის პოპულარიზაციას მიიჩნევს ფემიციდის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმად გაეროს წარმომადგენელი საქართველოში.

პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მექანიზმად ცნობიერების ამაღლებას განიხილავს საქართველოს პრეზიდენტიც.

სალომე ზურაბიშვილი ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მომავალ კვირას შეხვდება, სადაც, მისი თქმით, ფემიციდთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავენ.

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში გენდერული ნიშნით 155 ქალი მოკლეს.

დღის ამბები