30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლში მიმდინარე პროცესები "ქართული ოცნებისგან" იმართება - მაია მერკვილაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს - მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. 

მაია მერკვილაძე მიიჩნევს, რომ პროცესები "ქართული ოცნებისგან" იმართება და ტელევიზიის სარედაქციო პოლიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

"აჭარის მაუწყებელში დღეს გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი, რომლის უკანაც დგას მრჩეველთა საბჭო, რომლის უკან დგას "ქართული ოცნება". ეს დღევანდელმა დღემ კარგად აჩვენა, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ყველა სამართლებრივი გზით ვიბრძოლებ,"-აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები