30 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
მერაბიშვილს საკმარისი მხარდაჭერა აქვს, რათა პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს - აკაკი ბობოხიძე

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს საზოგადოების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა აქვს, ეს კი შესაძლებლობას აძლევს პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს.

"პოლიტიკაში მას როგორი გავლენა ექნება, დამოკიდებულია იმ მხარდაჭერაზე, რომელიც მას აქვს. ვანო მერაბიშვილს აქვს საკმარისი მხარდაჭერა, რომელიც მას თავისუფლად აძლევს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ვანო მერაბიშვილი მის მომავალ პოლიტიკურ საქმიანობაზე განცხადებას თავად გააკეთებს.

"მე არ მგონია, რომ სწორი იყოს შეკითხვის დასმა - აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დარჩენას. ხვალ უკვე გვეცოდინება მისი პოზიცია მომავალი გეგმების შესახებ," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. ჯერჯერობით, უცნობია აპირებს თუ არა ის, პოლიტიკაში დაბრუნებას.

დღის ამბები