შეწყვეტილი დიალოგის ფონზე დაწყებული ინდივიდუალური მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - მმართველი გუნდი პარტიების ნაწილს ცალ-ცალკე ხვდება.
განცხადებას აკეთებენ დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლოა "ქართული ოცნება" ახალ ტრიუკს გეგმავს ვადამდელი არჩევნების სახით.
პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობაა, "ქართული ოცნება" კი ახალ ტრიუკს გეგმავს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ზურგს უკან "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით. რეალურად სიტუაცია მიდის იქითკენ, რომ ორპოლუსიანობა გაძლიერდეს. ეს ვიცით, რომ ხელს აძლევს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას".
პოლიტიკური დაძაბულობა გიგი უგულავას დაჭერის სახით იქნება თუ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მაგიდის აყირავების სახით მაინც დაძაბული გარემო იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ "ქართული ოცნების" ტრიუკი, იყოს ვადამდელი არჩევნები,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.