30 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ხანგოშვილის მკვლელობაზე ასეთი ჯიუტი დუმილი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია - კანდელაკი

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე პოზიცია დააფიქსიროს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გერმანიამ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ქვეყნიდან რუსი დეპუტატები გააძევა, საქართველოს მხრიდან კი, საზოგადოება მხოლოდ დუმილს იღებს.

"გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე, ასეთი სამარცხვინო, თავის მომჭრელი და უღირსი საქციელი შეწყვიტოს. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ასეთი ჯიუტი დუმილი "ქართული ოცნების" პირობებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა გიორგი კანდელაკმა. 

უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი კი ხანგოშვილის მკვლელობაზე აცხადებს, რომ საქმეს კარგად არ იცნობს და ამიტომ, ამასთან დაკავშირებულ შეკითხვებს კონკრეტულ პასუხის ვერ გასცემს. 

"რუსეთის ფედერაცია ჩვენთვის საფრთხეებს ყოველ ჯერზე ქმრის, რომელიც განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია მათ მიერ. ასევ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს და კვლევას, არ ვიცნობ და არ შემიძლია მასზე კონკრეტული პასუხი გავცე," -განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა. 

საქართველოს მოქალაქე გერმანიაში მოკლეს. მედიამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაასკვნა, რომ მკვლელობა "ეფესბეს" რუსეთის უშიშროების მიერ იყო დაგეგმილი. 

დღის ამბები